Accessibility links

logo-print

მალალა იუსაფზაი ნობელის პრემიას უძღვნის „ხმაწართმეულ“ ბავშვებს


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მალალა იუსაფზაიმ განაცხადა, რომ თავის პრემიას უძღვნის „ხმაწართმეულ“ ბავშვებს მსოფლიოს გარშემო. ამასთან, იუსაფზაიმ მეტოქე მეზობლების, ინდოეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებს მოუწოდა დაესწრონ პრემიის გადაცემის ცერემონიას, რომელიც 1 დეკემბერს ოსლოში გაიმართება. ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გამოსვლისას, მალალა იუსაფზაიმ განაცხადა, რომ მისთვის „პატივია“ იყოს პირველი პაკისტანელი და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მიიღო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. ჩვიდმეტი წლის იუსაფზაიმ ეს პრესტიჟული პრემია მიიღო ბავშვთა უფლებების 60 წლის ინდოელ აქტივისტთან, კაილაშ სატიართისთან ერთად. იუსაფზაის თქმით, ეს პრემია წარმოადგენს „პაკისტანსა და ინდოეთს, სხვადასხვა რელიგიას შორის სიყვარულის“ მესიჯს. მალალა იუსაფზაის 2002 წელს თალიბანმა თავში ესროლა, გოგონების განათლების უფლებისთვის ბრძოლის გამო. იუსაფზაიმ შესძლო თავდასხმისგან გადარჩენა და გამოჯანმრთელება და ამჟამად ის ბრიტანეთში სწავლობს.

XS
SM
MD
LG