Accessibility links

logo-print

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სურს დაიხუროს უფლებადამცველი ჯგუფი „მემორიალი“


რუსეთის იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს დახუროს დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“. ჯგუფის გაუქმების შესახებ საქმის განხილვა 13 ნოემბერს გაიმართება, უზენაესი სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად. საჩივარი სამინისტრომ 24 სექტემბერს წარადგინა, განსახილველად კი უზენაესმა სასმართლომ შემდეგ დღეს მიიღო - აცხადებენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, რია ნოვოსტი და ინტერფაქსი 10 ოქტომბერს. რუსეთის პროკურორებმა მანამდე სცადეს „მემორიალი“ ახალი კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში გაეტარებინათ როგორც „უცხოეთის აგენტი“, მაგრამ ამის შესახებ თხოვნა არ დააკმაყოფილა მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ. 10 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობებში დაკონკრეტებული არ არის, რის საფუძველზე ცდილობს იუსტიციის სამინისტრო „მემორიალის“ დახურვას. „მემორიალი“ შეიქმნა გვიანდელ 1980-იან წლებში, საბჭოთა პერიოდის დისიდენტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის, ანდრეი სახაროვის მიერ. მას შემდეგ „მემორიალი“ აქტიურად მუშაობს უფლებადამცველის რანგში და ისტორიკოსებისთვის წარმოადგენს საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მონაცემების მნიშვნელოვან წყაროს.

XS
SM
MD
LG