Accessibility links

logo-print

პოლიციამ ახალქალაქში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინტერნეტო საიტი იტყობინება, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის უკანონო სამარხი აღმოაჩინეს და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს. სულ ამოღებულია: ტანკის 128 ჭურვი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ასობით ამფეთქი დეტონატორი და დიდი რაოდენობით ამფეთქი ზამბარა. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები საბრძოლო მასალის წარმომავლობის და მფლობელის ვინაობის დასადგენად. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG