Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მინსკში მოლდავეთის მთავრობა გააკრიტიკა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა მოლდავეთის მთავრობა მის გამო, რომ კიშინიოვი უარს ამბობს კონსულტაციები გამართოს მოსკოვთან მოლდავეთის და ევროკავშირის დამაახლოებელი ხელშეკრულების გარშემო. მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ ევროკავშირთან მოლდავეთის ასოცირების ხელშეკრულება გავლენას მოახდენს რუსეთის და მოლდავეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე. პუტინმა თქვა, რომ ევროკავშირ-უკრაინის ხელშეკრულების თავისუფალი ზონის შესახებ ნაწილის განხორციელება გადაიდო 2015 წლის დეკემბრამდე, კრემლის და კიევის ინტენსიური კონსულტაციების შედეგად. პუტინის თქმით, კიშინიოვმა არ უპასუხა მოსკოვს ამავე საკითხზე არაერთი თხოვნის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG