Accessibility links

logo-print

პოროშენკო და პუტინი მომავალ კვირას შეხვდებიან ერთმანეთს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის, მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შევხდება აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განსახილველად. პოროშენკოს თანახმად, შეხვედრა გაიმართება მილანში, იტალიაში, სადაც ევროპა-აზიის სამიტი იმართება 16 და17 ოქტომბერს. მან დასძინა, რომ შეხვედრაზე იქნებიან გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის ლიდერები. პოროშენკოს თქმით, მოსკოვთან გაზის თაობაზე შეთანხმებასთან ახლო არის: „პირადად მე, ეჭვი არა მაქვს, რომ იმის საფრთხე, რომ ზამთარში გაზი არ გვექნება, არ არსებობს“. ვიცი, ეს იქნება რთული მოლაპარაკება, მაგრამ ოპტიმისტი ვარ, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. პუტინის და პოროშენკოს ბოლო შეხვედრა შედგა აგვისტოში და მას 5 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა. ამ შეთანხმების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 300 მეტი ადამიანი დაიხოცა, იტყობინებოდა გაერო.

XS
SM
MD
LG