Accessibility links

logo-print

ბოსნიაში არჩევნები ჩატარდა


12 ოქტომბერს ბოსნიის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ 500-ზე მეტი თანამდებობის კანდიდატებს. ამ ქვეყანაში მართვის სისტემა რთულია, ამომრჩეველს უნდა აირჩია სამკაციანი საპრეზიდენტო ჯგუფი, პარლამენტი და ბოსნიის ორი ნაწილის ლიდერები. ეს სისტემა ბოსნია ჰერცეგოვინაში 1992-1995 წლების ომის შედეგად შემოიღეს. „რესპუბლიკა სრპსკაში“ ხალხი ირჩევდა პრეზიდენტს და პარლამენტს. მაჰმადიანთა და ხორვატთა ფედერაციაში ირჩევდნენ გარდა რეგიონული პარლამენტისა, კანონმდებლები კანტონების თვითმმართველობებს. სულ რვა ათასი კანდიდატი არსებობს, ისინი წარმოადგენენ 65 პარტიას, 24 კოალიციას და დამოუკიდებელ სიებს. არჩევნები მოჰყვა არეულობას თებერვალში და კატასტროფულ წყალდიდობას მაისში.

XS
SM
MD
LG