Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი ლიბიაში ჩავიდა


გაეროს გენერალური მდივანი მოულოდნელად ჩავიდა ლიბიაში, რაც მცდელობის ნაწილია, დამყარდეს მშვიდობა ამ ჩრდილოაფრიკულ ქვეყანაში. ბან კი მუნი ტრიპოლიში მეზობელი ქვეყნიდან, ტუნისიდან ჩაფრინდა. მან ტრიპოლიში განაცხადა, რომ ბრძოლა უნდა შეწყდეს და მშვიდობისკენ მოწოდებით გამოვიდა. ბანმა ლიბიელ კანონმდებლებს უნდა მიმართოს. ახალი, ივლისში არჩეული პარლამენტი იძულებულია დედაქალაქის გარეთ გამართოს შეხვედრები, რადგან ტრიპოლისთვის მეამბოხეები იბრძვიან. ლიბია არასტაბილურია მოამარ კადაფის დამხობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG