Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია ადასტურებს, რომ პუტინი დიდი ოცეულის სამიტს დაესწრება


ავსტრალიამ დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაესწრება დიდი ოცეულის სამიტს, მიუხედავად მოსკოვის მოქმედებისა უკრაინაში. ავსტრალიის ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა, ჯო ჰოკიმ უთხრა ავსტრალიის მედიას, რომ რუსეთის მთავრობის დასტურით, პუტინი ჩავა დიდი ოცეულის სამიტზე, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში. ადრე უკრაინის კონფლიქტის გამო ეჭვი ეპარებოდათ, რომ პუტინი წავიდოდა ავსტრალიაში. უკრაინის პრეზიდეტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ის, მომავალ კვირაში შევხდება ვლადიმირ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განსახილველად. პოროშენკოს თანახმად, შეხვედრა გაიმართება მილანში, იტალიაში, სადაც ევროპა-აზიის სამიტი იმართება 16 და 17 ოქტომბერს.

XS
SM
MD
LG