Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებათა სერიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა


ერაყში აფეთქებათა სერიამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთში და დასავლეთში, ასევე ბაღდადში სულ მცირე, 67 ადამიანი დაიხოცა. ამის ფონზე გრძელდება ბრძოლა მთავრობის ჯარსა და ისლამურ სახელმწიფოდ ცნობილი დაჯგუფების მეომრებთან. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ერაყის არმია სრულად აკონტროლებს ბაღდადს. ბაღდადის შიიტებით დასახლებულ არეალში მანქანა ააფეთქეს და 38 ადამიანი დახოცეს 11 ოქტომბრის ღამით.

XS
SM
MD
LG