Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ათასობით ადამიანი დაესწრო ოპოზიციის მიტინგს


აზერბაიჯანის ოპოზიციის ათასობით მომხრე მივიდა მიტინგზე, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადადგომა და უფლებადამცველების მიმართ რეპრესიების შეწყვეტა. დემონსტრანტებმა ევროკავშირთან ბაქოს დაახლოება მოითხოვეს. 12 ოქტომბრის მიტინგი მოაწყო დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ, აზერბაიჯანის გაერთიანებული ოპოზიციის პროდემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელმაც ამგვარი შეხვედრის გამართვის უფლება მთავრობისგან მიიღო. თუმცა მიტინგი უნდა მოწყობილიყო სტადიონზე ბაქოს ცენტრისგან მოშორებით. მიტინგი მშვიდობიანი იყო, თუმცა ორგანიზატორების თანახმად, პროვოკაციის მცდელობები მოხდა, რისი მიზანიც ოპოზიციის დისკრედიტაცია იყო. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახური იტყობინება, რომ მიტინგის დროს იყო მცდელობა აღემართათ ისლამური სახელმწიფოს მეომრების შავი დროშა, რის გამოც ორგანიზატორებს პოლიციის მოხმობა და შესაბამისი პირების სტადიონიდან გაყვანის თხოვნა დასჭირდათ.

XS
SM
MD
LG