Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერის დასწრება ნობელის პრემიის გადაცემაზე სათუოა


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის მრჩეველმა განაცხადა, რომ სათუოა შარიფის დასწრება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, სადაც ის მიიწვია პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა, მალალა იასაფზაიმ, რომელსაც პრემია მიანიჭეს ინდოელ უფლებადამცავ კაილაშ სატიართან ერთად. მალალამ შარიფს და ინდოეთის პრემიერს მოუწოდა, დასწრებოდნენ ცერემონიას, რომელიც 10 დეკემბერს ოსლოში გაიმართება. ჩვენს რადიოს, შარიფის მრჩეველმა, სარაჯ აზიზმა უთხრა, რომ ამ დღეს შარიფი ჩინეთშია, ოფიციალურ ვიზიტად.

XS
SM
MD
LG