Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში თვითმფრინავის ავარიას მაღალი რანგის პოლიციელები ემსხვერპლნენ


ირანიდან გავრცელდა ცნობა, რომ შვიდი პირი, მათ შორის პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაიღუპნენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ავარია მოხდა სამხრეთში, სისტან-ბალუჩისტანის პროვინციაში, სადაც თვითმფრინავი თეირანიდან მიფრინავდა. დაღუპულთა შორის არიან ირანის პოლიციის ინსპექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე პოლიციის ორი მეთაური და ეროვნული პოლიციის ოთხი წარმომადგენელი, რომლებიც უშიშროების ძალებზე მეამბოხეთა თავდასხმის გამოსაძიებლად მიემგზავრებოდნენ. სასაზღვრო პოლიციის თანახმად, თვითმფრინავი არ ჩამოუგდია რაიმე იარაღს.

XS
SM
MD
LG