Accessibility links

ქართველი ადვოკატები მანტიებით შეიმოსებიან


საქართველოს ადვოკატთა საერთო კრების გადაწყვეტილებით ქართველი ადვოკატებისათვის მანტიების ტარება სავალდებულო გახდება. "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მანტიის ფორმაზე შეთანხმდებიან, მისი ტარება ადვოკატებისთვის აუცილებელი გახდება. ეს სავარაუდოდ 2016 წლიდან მოხდება. "ადვოკატი ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის ადვოკატია", - თქვა ზაზა ხატიაშვილმა.

XS
SM
MD
LG