Accessibility links

თურქეთი თავის ტერიტორიაზე ამერიკულ სამხედრო ბაზებს განათავსებს


თურქეთი დათანხმდა აშშ-ის თხოვნას, განეთავსებინა თავის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედო ბაზები ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის ფარგლებში - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, სიუზან რაისმა განაცხადა. რაისის თქმით აშშ მიესალმება ახალ შეთანხმებას. აშშ-ის ლიდერობით შექმნილი კოალიცია სამხედრო დარტყმებს ახორციელებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში. თურქეთი, რომელიც ორივე ამ ქვეყანას ესაზღვრება, უარს აცხადებს სახმელეთო ოპერაციის წარმოებაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG