Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს პარტიიდან 1500-მდე წევრი გარიცხეს ლუსტრაციის ფარგლებში


უკრაინაში პარტია "ბატკივშჩინამ" ასობით წევრი გარიცხა თავისი რიგებიდან, ლუსტრაციის შესახებ კანონის შესაბამისად. როგორც პარტიის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ 12 სექტემბერს განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში, პარტიიდან გარიცხეს 1518 წევრი მას შემდეგ, რაც ლუსტრაციის კანონის ამოქმედებით ფარდა აეხადა მათ „უსინდისო“ ქმედებებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 9 ოქტომბერს მოაწერა ხელი კანონს ლუსტრაციის შესახებ. კანონის შესაბამისად, მილიონზე მეტ საჯარო მოხელეს, მათ შორის მინისტრებს შეამოწმებენ ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობისას გავრცელებულ კორუფციასთან საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG