პოლიტიკური მნიშვნელობის მეგობრული მატჩი
12 ოქტომბერს გორის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო გუნდმა „ლიახვმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის წევრებისა და ვეტერანი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდ „თბილისთან“, რომელიც საგანგებოდ ამ თამაშისთვის შეიქმნა. ცხინვალის საფეხბურთო კლუბი „ლიახვი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში თამაშობს. გუნდის ძირითად ბირთვს ცხინვალიდან გამოსული სპორტსმენები შეადგენენ. 90-იანი წლების კონფლიქტამდე ამავე სახელწოდების გუნდი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და მაშინდელი შემადგენლობაც შერეული იყო. პირველი ომის შემდეგ ეს გუნდი დაიშალა. რამდენიმე თვის წინ კი ცხინვალის „ლიახვი“ ისევ აღდგა. მეგობრულ მატჩის პირველ ტაიმში „თბილისის“ კაპიტანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მან მეორე ტაიმში ლიახვის მაისური მოირგო და „მოწინააღმდეგის“ კარში სამი გოლი გაიტანა. მატჩი დასრულდა ფრედ 4:4.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები