Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა კიდევ ერთი პანკისელი მებრძოლი


სირიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გურამ გუმაშვილი, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 22 წლის გურამ გუმაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობდა. ამავე წყაროს თანახმად, ახლობლები ამბობენ, რომ გურამ გუმაშვილი თურქეთში დადიოდა სამუშაოდ და დუისში ხშირად ჩადიოდა. როდის წავიდა გუმაშვილი სირიაში, ნათესავებისთვის უცნობია. ის უკვე მეშვიდე პანკისელი მებრძოლია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლისას დაიღუპა.

XS
SM
MD
LG