Accessibility links

logo-print

თავდასხმა მოეწყო დონეცკში კრემლის მომხრე ოფიციალურ პირზე


აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკის ოლქში სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ოლქის ყოფილი თვითგამოცხადებული „გუბერნატორი“ პაველ გუბარევი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც, ცნობების თანახმად, მასზე თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის მედიასაშუალებების ცნობით, დღეს დაუდგენელმა პირებმა ესროლეს ავტომანქანას, რომლითაც გუბარევი მგზავრობდა. ამის შემდეგ ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. გუბარევი, რომლის მდგომარეობაც, ცნობების თანახმად, კრიტიკულია, დონის როსტოვის საავადმყოფოში მოათავსეს. მასზე ამ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, გუბარევმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა ცნობა, რომ მალე აპირებს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას.

XS
SM
MD
LG