Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის პრეზიდიუმის არჩევნებში ნაციონალისტები იმარჯვებენ


ბოსნიაში 12 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნაციონალისტები იმარჯვებენ სამკაციან პრეზიდიუმში ადგილების დასაკავებლად. საარჩევნო კომისიის დღევანდელი განცხადებით, ბაკირ იზეტბეგოვიჩი, დრაგან ჩოვიჩი და ზელკა ცვიანოვიჩი ლიდერობენ, როგორც მუსლიმი ბოსნიელების, ხორვატების და სერბების წარმომადგენლები. იზეტბეგოვიჩის საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა მოწოდებას ძლიერი, ერთიანი სახელმწიფოსაკენ, ჩოვიჩი მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოსნიის შემადგენლობაში ხორვატიული ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას, ხოლო ცვიანოვიჩი მიეკუთვნება სერბებს, რომლებიც ბოსნიის დაშლას ემხრობიან. ბოსნიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, სტეპან მიკიჩის მონაცემებით, წინასწარი შედეგები ეფუძნება საარჩევნო ბიულეტენების 76,5%-ის დათვლას.

XS
SM
MD
LG