Accessibility links

ავღანეთში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ თვითმკვლელების ორი თავდასხმისას


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა 13 ოქტომბერს მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აიუბ სალანგის ცნობით, ქაბულში თვითმკვლელის თავდასხმა მიმართული იყო ნატოს ბადრაგის წინააღმდეგ. დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი სამოქალაქო პირი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება ასევე, რომ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში აფეთქების შედეგად. აფეთქება საავადმყოფოს მახლობლად მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG