Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ფრანგ მეცნიერს


ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ფრანგ მეცნიერს, ჟან ტიროლს. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განმარტებით, ტიროლს პრემია ერგო „ბაზრის ძალისა და რეგულაციის გაანალიზებისათვის“. აკადემია მას მოიხსენიებს „ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად“. ჟან ტიროლი მეორე ფრანგია, რომელსაც წელს ნობელის პრემია ერგო. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ერგო მის თანამემამულეს, მწერალ პატრიკ მოდიანოს.

XS
SM
MD
LG