Accessibility links

logo-print

პოროშენკომ ეროვნული გვადიის სარდალი წარადგინა თავდაცვის მინისტრად


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეროვნული გვარდიის სარდალი, სტეპან პოლტორაკი წარადგინა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. პოროშენკომ შეაქო პოლტორაკი „პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის“, როგორც ადამიანი, რომელმაც, პრაქტიკულად, არაფრიდან დაიწყო და დისციპლინირებულად მებრძოლი ძალა შექმნა. პოროშენკომ 12 ოქტომბერს მიიღო თავდაცვის მინისტრის პოსტზე პოლტორაკის წინამორბედის, ვალერი ჰელეტეის გადადგომა. პრეზიდენტის შეფასებით, დროა „შეიცვალოს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. უკრაინის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წევრები იბრძვიან კონფლიქტში, რომელმაც აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილიდან მოყოლებული შეიწირა 3600-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG