Accessibility links

ბოსნიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს ოპოზიციონერი სერბი კანდიდატი


ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს სამკაციან პრეზიდიუმში სერბებისთვის განკუთვნილი ადგილის დასაკავებლად. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სტეპან მიკიჩის ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატი მლადენ ივანიჩი ოდნავი სხვაობით უსწრებს ჟელკო ცვიანოვიჩს, რომელიც დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ნაციონალისტური ალიანსის წარმომადგენელია. რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტმა და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, მილორად დოდიკმა აღიარა ივანიჩის გამარჯვება, რაც მისი პარტიისთვის დიდ დარტყმას მოასწავებს. თავად დოდიკი ხელახლა იყრის კენჭს რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტად და მცირეოდენი სხვაობით უსწრებს ოპოზიციის კანდიდატს, ოგნიენ ტადიჩს. დოდიკი რეპუბლიკა სრპსკას დამოუკიდებლობის ინიციტივით გამოდის. საარჩევნო კომისიამ დღეს უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკირ იზეტბეგოვიჩი და დრაგან ჩოვიჩი დამაჯერებლად ლიდერობდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინის სამადგილიან პრეზიდიუმში ბოსნიელებისა და ხორვატებისათვის განკუთვნილი ადგილების დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG