Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში იპოვეს MH17-ის მგზავრთა ნივთები


ჰოლანდიის მთავრობის განცხადებით, უკრაინის მაძიებლებმა "მალაიზიის ავიახაზების" 17 ივლისს უკრაინაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებში აღმოაჩინეს დაღუპული მგზავრების პირადი ნივთები, მათ შორის - პასპორტები, ბარგი, სამკაული და ბავშვების სათამაშოები. ჰოლანდიის უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს თანახმად, უკრაინის კატასტროფებზე რეაგირების სააგენტოს 40 თანამშრომელი მონაწილეობდა კატასტროფის ადგილზე ჩატარებული მორიგ სამძებრო სამუშაოებში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში 13 ოქტომბერს ჩატარდა. პროცესს ესწრებოდა ჰოლანდიის მთავრობის 4 წარმომადგენელი და ეუთოს ჯგუფი. 8 სასამართლო ექსპერტი გაემგზავრება ჰოლანდიიდან უკრაინაში ნაპოვნი ნივთების შესასწავლად. მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 ივლისს, სავარაუდოდ, ჭურვის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მსხვერპლის ორი მესამედი ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

XS
SM
MD
LG