Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა სწრაფი რეაგირების ძალას აყალიბებს


ლიტვა ქმნის სწრაფი რეაგირების ძალას უკრაინის კრიზისის დროს გამოვლენილ უჩვეულო საფრთხეებთან გასამკლავებლად. 13 ოქტომბერს გენერალ-მაიორმა იონას ვიტაუტას ზუკასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2500 სამხედრო იქნება მაღალი ხარისხის მზადყოფნაში, რომ უპასუხოს შესაძლო თავდასხმებს, რომლებსაც მოაწყობენ ამოუცნობი მეომრები - ისეთები, როგორებიც უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმში არიან. „დაუყოვნებლივ უნდა ავამაღლოთ მზადყოფნა მშვიდობიანობის დროს დაუგეგმავი სამხედრო მოქმედებებისთვის“, - განუცხადა ზუკასმა ჟურნალისტებს. გენერალ-მაიორის განცხადებით, საფრთხეებში შედის: „ეროვნული უმცირესობებით მანიპულაცია, პროვოკაციები, არასახელმწიფო შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ თავდასხმების მოწყობა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სამხედრო ტრანზიტის პროცედურების დარღვევა“.

XS
SM
MD
LG