Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა 20 ქვეყნის სამხედრო ლიდერებს შეხვდება


14 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 20 ქვეყნის სამხედრო ლიდერებს შეხვდება და იმსჯელებს სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სტრატეგიაზე. შეხვედრა ვაშინგტონთან, ენდრიუსის საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართება, მთელ დღეს გაგრძელდება და მას აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაური გენერალი მარტინ დემპსი გაუძღვება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთისა და არაბულენოვანი ქვეყნების წარმომადგენლებიც. დემპსის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ედ თომასმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე შეიმუშავებენ ერთობლივ ხედვას, შეაფასებენ გამოწვევებს. თომასის განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება.

XS
SM
MD
LG