Accessibility links

logo-print

3 სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი


ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ გამოცემაში, „როდონგ სინმუნში“ 14 ოქტომბერს დაიბეჭდა ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ის თითქოს ყავარჯნითაა აღბეჭდილი. 40 დღეზე მეტი დროის განმავლობაში სახელმწიფო მედია პირველად ავრცელებს ცნობას ლიდერის საჯაროდ გამოჩენის შესახებ. ფოტოსერიაში მომღიმარე კიმ ჩენ ინი ესწრება ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლების გახსნის ცერემონიას. 31 წლის ლიდერის საჯარო სფეროდან დიდი ხნით გაქრობამ ბიძგი მისცა ვარაუდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შეკითხვები დაისვა ასევე მის რეალურ ძალაუფლებაზე ამ ტოტალიტარულ კომუნისტურ სახელმწიფოში. გასული თვის ბოლოს ნაჩვენებ ოფიციალურ დოკუმენტურ ფილმში ითქვა, რომ ლიდერს „დისკომფორტი“ აწუხებს. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი მტკიცედ აკონტროლებს თავის მთავრობას, საჯარო სფეროდან დროებით გაქრობა კი იმით იყო გამოწვეული, რომ მან სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისას ფეხი იტკინა.

XS
SM
MD
LG