Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშენალი": ერაყში შიიტთა ჯგუფები დაუსჯელად ხოცავენ ხალხს


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია," ამნესტი ინტერნეშენალი" ახალ ანგარიშში ამბობს, რომ ერაყში მოქმედმა შიიტთა გასამხედროებულმა ჯგუფებმა ბოლო თვეებში „გაიტაცეს და დახოცეს ბევრი“ სუნიტი მუსლიმი სამოქალაქო პირი და ისინი „სრული დაუსჯელობით“ სარგებლობენ ამ „ომის დანაშაულთა“ გამო. ანგარიში, რომელიც 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომელსაც ეწოდება „აბსოლუტური დაუსჯელობა: გასამხედროებული ჯგუფების მმართველობა ერაყში“ ეყრდნობა აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარებულ ინტერვიუებს. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი გასამხედროებული ჯგუფების თავდასხმები ბაღდადში, სამარასა და ქირქუქში. ამ ლონდონში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ნაპოვნია ბევრი ამოუცნობი გვამი, რომელთაგან ნაწილს ხელბორკილი ედო და თავში ჰქონდა ნასროლი - რაც აჩენს ვარაუდს, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს. „ამნესტის“ ცნობით, დაკარგულთაგან ბევრი ჯერაც არაა ნაპოვნი. „ამნესტი ინტერნეშენალი“ თვლის, რომ ეს მკვლელობები, სავარაუდოდ, წარმოადგენს სამაგიეროს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. ამასთან, ორგანიზაცია წერს, რომ შიიტთა გასამხედროებულ ჯგუფებს, რომელთა ძალაუფლება „სულ უფრო იზრდება“, ერაყის მთავრობა უჭერს მხარს და იარაღითაც ამარაგებს.

XS
SM
MD
LG