Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი თავდაცვის მინისტრი


უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დიდი უმრავლესობით დაამტკიცა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ შერჩეული კანდიდატი. ვერხოვნა რადამ თავდაცვის მინისტრად 245 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა სტეპან პოლტორაკი, რომელიც ამჟამად ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელია. პოლტორაკი მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის ვალერი ჰელეტეის, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა უკრაინის არმიის მიერ პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში მიღწეული არასაკმარისი წარმატების გამო. სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებენ. ბრძოლას აპრილის შემდეგ შეეწირა 3,660-ზე მეტი ადამიანი. ჰელეტეიმ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამი თვის განმავლობაში იმუშავა და გადადგომის შესახებ განცხადება 12 ოქტომბერს დაწერა. პოლტორაკის წარდგენისას პრეზიდენტმა პოროშენკომ იგი შეაქო „პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის“, როგორც ადამიანი, რომელმაც, პრაქტიკულად, არაფრიდან დაიწყო და დისციპლინირებულად მებრძოლი ძალა შექმნა ეროვნული გვარდიის სახით.

XS
SM
MD
LG