Accessibility links

logo-print

ყირიმში დაიკარგა კიდევ ორი თათარი


ანექსირებული ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში ორი ახალგაზრდა თათარი გამოცხადდა დაკარგულად. უნივერსიტეტის სტუდენტის, არტიომ დეირაბეკოვის ნათესავებმა რადიო თავისუფლებას 14 ოქტომბერს უთხრეს, რომ ის და მისი მეგობარი, ბელიალ ბილიალოვი უკვე 24 საათია არ გამოჩენილან. ნათესავების თქმით, მათ დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს და ქალაქის საავადმყოფოები და მორგები დაათვალიერეს. უფრო ადრე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ჰიუმან რაიტს უოჩმა განაცხადა, რომ დაკარგულია სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შრის სამი ყირიმელი თათარი, მას შემდეგ, რაც „მტრული შეტაკებები მოხდა“. ამავე ორგანიზაციის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში ყირიმის ანექსირება მოახდინა, ნაპოვნია ყირიმელი თათრების გვამები, რომლებსაც წამების ნიშნები ჰქონდათ. გასულ კვირაში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის ყირიმელი თათარი, ედემ ასანოვი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ყირიმელი თათრების უმრავლესობა ანექსირების წინააღმდეგ გამოვიდა.

XS
SM
MD
LG