Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტთან გაიმართა მღელვარე საპროტესტო აქცია


უკრაინის პარლამენტის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც მღელვარე საპროტესტო აქციის შედეგად პარლამენტის სხდომა შეწყდა. დემონსტრანტების ნაწილი შეეცადა გაერღვია სპეცრაზმის კორდონი და პარლამენტის შენობაში შესულიყო. დემონსტრანტები პარლამენტისგან მოითხოვდნენ განეხილა კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ გმირებად აღიარებდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ, კამათის საგნად ქცეულ წინააღმდეგობის პარტიზანულ ჯგუფებს - უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას და უკრაინის მეამბოხეთა არმიას. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იუწყება, რომ დემონსტრანტების ნაწილი ხელჯოხებით იყო შეიარაღებული და აალებად მოწყობილობებს ესროდა პარლამენტის შენობას და პოლიციას. არის ცნობები, რომ დემონსტრანტთა ნაწილი ნაციონალისტური პარტია „სვობოდადან“ იყო, თუმცა პარტიის ლიდერი, ოლეგ ტიაჰნიბოკი უარყოფს აქციაში მისი პარტიის მონაწილეობას. კიდევ ერთმა ნაციონალისტურმა ჯგუფმა, მემარჯვენე სექტორმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ აქციაში არ მონაწილეობდნენ მისი წევრები.

XS
SM
MD
LG