Accessibility links

logo-print

ახალი ტელეგადაცემა რუსულენოვან აუდიტორიას მიაწვდის "ფაქტებს, და არა სიცრუეს“


ახალი ამბების რუსულენოვანი სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ეთერში პირველად დღეს გადის, რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში აუდიტორიას მიაწვდის იმ დეზინფორმაციის დაბალანსებულ ალტერნატივას, რომელსაც რუსეთის მედიასაშუალებები ქმნიან და რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. გადაცემა „ნამდვილი დრო“ წარმოადგენს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით. „ამ გადაცემით აშშ-ის საერთაშორისო მედია მოქმედებს იმ თავხედურად ცინიკური და უპასუხისმგებლო მედიაკამპანიის შეზღუდვის მიზნით, რომელიც უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებზე აგრესიას და ძალადობას უწყობს ხელს“ - განაცხადა აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს (BBG-ის) თავმჯდომარემ, ჯეფ შელმა. მისი თქმით, გადაცემა დაფუძნებული იქნება მიუკერძოებელ ჟურნალისტიკაზე და აუდიტორიას მიაწვდის ფაქტებს, და არა სიცრუეს.

XS
SM
MD
LG