Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: მოსკოვი და პეკინი „ბუნებრივი მოკავშირეები“ არიან


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანთან შეხვედრისას გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთი და ჩინეთი „ბუნებრივი პარტნიორები, ბუნებრივი მოკავშირეები“ არიან. პუტინმა შეაქო მზარდი ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან და გამოთქვა რწმენა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა მომავალ წელს 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თავის მხრივ, ლი კეციანმა შეაქო მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის, მისი თქმით, „ამოუწურავი“ პოტენციალი. შეხვედრა გაიმართა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსმა და ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს 30-ზე მეტი კონტრაქტს ენერგეტიკის, საბანკო და სხვა სფეროებში. რუსეთში ლი კეციანის სამდღიანი ვიზიტის ფონია კრემლსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება უკრაინის გარშემო.

XS
SM
MD
LG