Accessibility links

logo-print

კიევში ათობით დემონსტრანტი დააკავეს პოლიციელებთან შეტაკებისას


კიევში, უკრაინის პარლამენტთან მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა საპროტესტო აქციისას, რომლის გამოც პარლამენტარებს მუშაობის შეწყვიტა მოუხდათ. დემონსტრანტების ნაწილმა სცადა, გაერღვია პოლიციელების კორდონი და პარლამენტში შეჭრილიყო. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რომელიც მან სოციალურ ქსელ ფეისბუკით გაავრცელა, დაკავებულია 50-მდე ადამიანი. დემონსტრანტები პარლამენტისაგან მოითხოვენ, დღის წესრიგში იქნეს შეტანილი კანონპროექტი, რომლითაც ეროვნულ გმირებად არიან აღიარებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პარტიზანები: „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციისა“ და „უკრაინელ მეამბოხეთა არმიის“ წევრები. ორივე ორგანიზაცია აზრთა მკვეთრ სხვაობას იწვევს. ჯერ არაფერს იუწყებიან პარლამენტთან შეტაკებების შედეგად დაშავებულებზე. დემონსტრანტების ნაწილი, ცნობების თანახმად, ნაციონალისტურ პარტია „სვობოდას“ წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა, ამ პარტიის ლიდერი ოლეგ ტიაჰნიბოკი უარყოფს „სვობოდას“ მონაწილეობას. ნაციონალისტების კიდევ ერთი ორგანიზაცია, „მემარჯვენე სექტორიც“ აცხადებს, რომ არაფერი აქვს საერთო კიევში 14 სექტემბერს მოწყობილ საპროტესტო აქციასთან.

XS
SM
MD
LG