Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია კომუნალურ ვაუჩერებს წელსაც დაარიგებს


საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლები კომუნალურ ვაუჩერებს წელსაც მიიღებენ. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თანხის ოდენობა, რომელიც აბონენტებს ყოველთვიურად დაერიცხებათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილის აცხადებს, რომ წელს ვაუჩერები გაუმჯობესებული ადმინისტრაციული რესურსების მეშვეობით გაიცემა. მათი დარიგება სავარუდოდ ნოემბერ-დეკემბერში დაიწყება.

XS
SM
MD
LG