Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს


კრემლის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის აღდგენისაკენ მიმართულ ზომებზე. კრემლის განცხადებით, ორმა ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მილანში, აზია-ევროპის სამიტის პარალელურად გამართოს შეხვედრა და ისაუბროს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის გაზით მომარაგებაზე. მილანში სამიტი 16-17 ოქტომბერს გაიმართება. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ ივნისში შეწყვიტა უკრაინის შიდა ბაზარზე მოსახმარებლად ბუნებრივი აირის მიწოდება მას შემდეგ, რაც კიევმა ვერ დაფარა გაზის იმპორტით დაგროვილი ვალები. გაზის გარშემო დავა და აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე მეამბოხეებს შორის კონფლიქტი ევროკავშირში იწვევს შეშფოთებას, რომ შესაძლოა მასაც შეუფერხდეს რუსეთიდან გაზის მიწოდება. ევროკავშირი ბუნებრივი აირის ორ მესამედს იღებს რუსეთიდან. ამ მოცულობის ნახევრის ექსპორტი უკრაინაზე ტრანზიტით ხორციელდება.

XS
SM
MD
LG