Accessibility links

logo-print

ორმა კორეამ გამართა შეხვედრა საზღვარზე ინციდენტებისათვის ბოლოს მოსაღებად


სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, დღეს გაიმართა ორი კორეის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა საზღვრის გასწვრივ მტრული ინციდენტებისათვის ბოლოს მოღებაზე სასაუბროდ. ამავე საკითხზე სამხრეთ კორეელმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა პარკ იე-უონმაც ისაუბრა პარტიის შეხვედრაზე. მისი ინფორმაციით, სამხედრო ოფიციალური პირები საზღვარზე მდებარე სოფელ პანმუნიომში შეიკრიბნენ. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე გასულ კვირაში მოხდა ურთიერთსროლა მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეელმა აქტივისტებმა საზღვარზე გაუშვეს ბუშტები პროპაგანდისტული მასალით. მანამდე, სამხედრო ხომალდებმა გაცვალეს გამაფრთხილებელი გასროლები ზღვაში სადავო საზღვარზე. ამ ინციდენტების შედეგად რაიმე მსხვერპლზე არაფერს იუწყებიან.

XS
SM
MD
LG