Accessibility links

ობამა გამოთქვამს შეშფოთებას "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას“ საფრთხის გამო, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ უქმნის სირიის ქალაქ კობანის. ამ საკითხზე მან ისაუბრა 14 ოქტომბერს, 20-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელიც ვაშინგტონთან, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ობამას თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს საჰაერო იერიშებს ამ რეგიონში. ობამამ გამოთქვა აგრეთვე შეშფოთება ერაყში მდებარე ანბარის პროვინციაში ექსტრემისტების წინსვლასთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი მოელის ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართულ გრძელვადიან კამპანიას. მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება, რათა ის აღარ უქმნიდეს საფრთხეს რეგიონსა და მსოფლიოს.

XS
SM
MD
LG