Accessibility links

logo-print

აშშ: ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას რჩება პოზიციებს შორის განსხვავებები


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მნიშვნელოვანი სხვაობები რჩება პოზიციებს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას. ამავე ოფიციალური პირის თქმით, ირანი და მასთან მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნები არ განიხილავენ შესათანხმებლად 24 ნოემბრისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების საკითხს. ამ შეთანხმებით ბოლო უნდა მოეღოს შეშფოთებას, რომ ირანს აქვს ბირთვული იარაღის შექმნის უნარი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის ეს განცხადება გავრცელდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე 15 ოქტომბერს მორიგი შეხვედრის დაწყებამდე. შეხვედრა ვენაში იმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფისა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის მონაწილეობით. შეთანხმების მიხედვით, შეიზღუდება ირანის ბირთვული პროგრამა ამ ქვეყნის მიმართ სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG