Accessibility links

პაკისტანში აფეთქება მოეწყო სამშვიდობო კომიტეტის სხდომაზე


პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო სამშვიდობო კომიტეტის სხდომაზე. ინციდენტი მოხდა ხიბერის რეგიონში, ქალაქ ფეშავარის სამხრეთ-დასავლეთით 100-მდე კილომეტრში მდებარე სოფელ პირ მელაში. ოფიციალური პირების ცნობით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ თალიბანის მოწინააღმდეგე უხუცესები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ხიბერის რეგიონი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება პაკისტანის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, ავღანეთს ესაზღვრება. რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვთ თალიბანისა და ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფებს.

XS
SM
MD
LG