Accessibility links

თეთრი ხელჯოხი


15 ოქტომბერს თბილისში თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. თეთრი ხელჯოხი უსინათლო ადამიანების დამოუკიდებლობას განასახიერებს. პარლამენტის წინ შეკრებილმა ასამდე უსინათლომ ხელნაკეთი ნივთები გამოფინა და ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება მოითხოვა. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში უსინათლოებისთვის არ არის ადაპტირებული გარემო, მათ არ აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების, გადაადგილების, მუშაობის საშუალება.

XS
SM
MD
LG