Accessibility links

logo-print

დასავლელი ლიდერები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ვიდეოკონფერენციას ჩაატარებს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებთან ერთად, მწვავე საერთაშორისო პრობლემებზე, მათ შორის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაზე სასაუბროდ. 14 ოქტომბერს ობამამ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა სირიის ქალაქ კობანიზე ექსტრემისტების იერიშის გამო, აგრეთვე წინსვლის გამო, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აღწევს ერაყში, ანბარის პროვინციაში. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას გაააქტიურებული აქვს საჰაერო იერიშები სირიაში, ქალაქ კობანისთან ქურთი მებრძოლების დასახმარებლად. ამერიკელი სამხედროების ცნობით, 14-15 ოქტომბერს მათ 18 ავიადარტყმა განახორციელეს. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყში, სადაც ექსტრემისტები, ცნობების თანახმად, უახლოვდებიან ქალაქ ალ-ამირიას, ბაღდადიდან 40 კილომეტრში.

XS
SM
MD
LG