Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო არ ადასტურებს რუსეთის ჯარების გასვლას უკრაინის მოსაზღვრე რეგიონიდან


ნატოს მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენელი აცხადებს, რომ ალიანსს ჯერ-ჯერობით არ შეუმჩნევია რუსეთის ჯარების „დიდი გადაადგილება“ აღმოსავლეთ უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 ოქტომბერს გასცა ბრძანება, რომ 17600 ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს თავის ბაზებზე მას შემდეგ, რაც როსტოვის რეგიონში მონაწილეობა მიიღო, კრემლის განმარტებით, სამხედრო წვრთნებში. ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა 15 ოქტომბერს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“, რომ ნატო თვალყურს ადევნებს, შესრულდება თუ არა ეს დანაპირები. აქამდე ნატოს არაერთხელ უარუყვია რუსეთის განცხადებები აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან ჯარების გაყვანის შესახებ. თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს უკრაინისა და დასავლეთის ბრალდებებს, რომ რუს სამხედროებსა და იარაღს აგზავნის აღმოსავლეთ უკრაინაში, იქ რუსეთის მომხრე სეპარატისტების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG