Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: საერთაშორისო საზოგადოება ვირუსის გავრცელების ტემპებს ვერ უსწრებს


გაეროს ებოლის ეპიდემიასთან ბრძოლის მისიის ხელმძღვანელის ენტონი ბენბერის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება ვირუსის გავრცელების ტემპებს ვერ უსწრებს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვირუსი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მედიკოსები სათანადო ზომებს იღებენ. ბენბერის განცხადებით, დეკემბრისთვის კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაავადებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, თუკი ებოლის შეჩერებას ვერ შეძლებენ, მსოფლიო აღმოჩნდება სრულიად უპრეცედენტო ვითარებაში, რისთვისაც მოქმედების გეგმა არ არსებობს. გაეროს წარმომადგენელი გამოდის მოწოდებით, გამოიყოს მეტი თანხა სამკურნალო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის დასაფინანსებლად.

XS
SM
MD
LG