Accessibility links

logo-print

მილანში გაიხსნება სამიტი „ევროპა-აზია“


მილანში გაიხსნება სამიტი „ევროპა-აზია“, რომელიც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის 51 ქვეყანას აერთიანებს. წლევანდელი ფორუმის თემაა „საპასუხისმგებლო პარტნიორობა ეკონომიკური ზრდისა და უსაფრთხოების საკითხებში“. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ხელმძღვანელები, ევროპის და აზიური სახელმწიფოების ლიდერები და ასეცე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფორუმის კულუარებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები. ოთხშაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ მილანში გამართავს მოლაპარაკებებს პუტინთან უკრაინის საკითხებზე. სამიტზე ჩავა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც, რომელიც პარასკევს გამართაბს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან.

XS
SM
MD
LG