Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ახორციელებს დარტყმებს ქალაქ ქობანის მიმართულებით


აშშ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ახორციელებს დარტყმებს ალყაშემორტყმულ ქურთთა ქალაქ ქობანის მიმართულებით, რათა შეუმსუბუქოს მდგომარეობა ქალაქის დამცველებს და მისცეს დრო ძალების გადაჯგუფებისათვის. ამის შესახებ განაცხადა გადამდგარმა გენერალმა ჯონ ალენმა - რომელიც არის აშშ-ის მიერ წარგზავნილი სპეციალური პირი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითებში. მისი სიტყვებით, აუცილებელია დამატებითი შეიარაღებული დახმარება, რათა ქალაქის დამცველებს ჰქოდნეთ დისლოკაციის შეცვლისა და მანევრების საშუალება. „ჩვენ ავიადარტყმების ისეთი სიხშირე შევარჩიეთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა მივცეთ“, - აცხადებს გენერალი. რამდენიმე ხნით ადრე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს ექსპტრემისტული დაჯგუფების მიერ თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ქობანის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა.

XS
SM
MD
LG