Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა პირობას დებს, რომ ებოლასთან ბრძოლა უფრო აქტიური გახდება


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ განაცხადა, რომ აშშ-ში უფრო გააქტიურდება ბრძოლა ებოლის ვირუსის წინააღმდეგ. ობამა ამ განცხადებით გამოვიდა 15 ოქტომბერს, გვიან საღამოს, თავისი კაბინეტის წევრებთან ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ. ამასთან, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ებოლის ვირუსის ფართოდ აფეთქების შესაძლებლობა აშშ-ში „ძალიან, ძალიან მცირეა.“ 15 ოქტომბერსვე ობამამ ვიდეოკონფერენცია გამართა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერებთან, ებოლის კრიზისთან ბრძოლისთვის საერთაშორისო ძალისხმევის განხილვის მიზნით. ცოტა ხნით ადრე დალასში მეორე მედდას აღმოაჩნდა ეს ვირუსი. მედდა უვლიდა ებოლით დაავადებულ პაციენტს, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა. ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ დიაგნოზის დასმამდე მედდამ კომერციული საჰაერო რეისით იმგზავრა კლივლენდიდან დალასში. ოფიციალური პირები თვითმფრინავის 132 მგზავრს მოუწოდებენ მიაკითხონ ჯანდაცვის ფედერალურ სააგენტოს, რათა მათზე დაკვირვება გახდეს შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG