Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წელს რუსეთი რეკორდულად დიდ თანხას დახარჯავს თავდაცვაზე


2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთი დაახლოებით 3,3 ტრილიონ რუბლს, ანუ დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს დახარჯავს თავდაცვის სფეროზე - აცხადებს სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კომოედოვი. როგორც მან რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ 16 ოქტომბერს უთხრა, წინა წელთან შედარებით თავდაცვის სფეროში 20 მილიარდი დოლარით მეტი დაიხარჯება - თუმცა დასძინა, რომ მისი კომიტეტის პროგნოზით 2016 და 2017 წლებში თანხა მცირედით დაიკლებს. კომოედოვის განცხადებით, 2015 წელს თავდაცვისთვის განსაზღვრული თანხა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4.2 პროცენტს შეადგენს. ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში ხარჯების გეგმა „უფრო რეალისტური“ უნდა იყოს. ამ განცხადების ფონია ის საერთაშორისო სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გამო დაუწესდა.

XS
SM
MD
LG