Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მიმდინარეობს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა


პრაღაში მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა. მის დაწყებამდე პრაღაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ კვლავ დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღევანდელი შეხვედრისას დასვამს, რუსეთის და აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულების პროექტია. „ამ ხელშეკრულების გაფორმება იქნება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი სერიოზულად დააზარალებს საქართველოსთან 2 წლის წინ დაწყებულ დიალოგს და რეგიონში ახალ დაძაბულობას გამოიწვევს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი არ იზიარებს პოლიტიკოსთა ნაწილის მოთხოვნას, რომ კარასინთან შეხვედრების ფორმატი უნდა გაუქმდეს. „ეს შეხვედრები გამართლებულია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების საკითხიც განიხილება“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

XS
SM
MD
LG