Accessibility links

logo-print

აშშ: კობანის გარშემო საჰაერო თავდასხმებმა ასობით ექსტრემისტი გაანადგურა


პენტაგონის პრესმდივანი აცხადებს, რომ სირიის ქალაქ კობანის გარშემო აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმებმა გაანადგურა „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით ექსტრემისტი. თუმცა ადმირალ ჯონ კირბის არ დაუზუსტებია რა დროის განმავლობაში მოხდა ეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ თურქეთის საზღვართან მდებარე კობანის გარშემო საჰაერო იერიშები 1 ოქტომბერს დაიწყო. მოგვიანებით ამავე უწყებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშებმა კობანის მახლობლად გაანადგურა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე საბრძოლო პოზიცია. პენსიაზე გასული ყოფილი საზღვაო გენერალი, ჯონ ალენი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ ბარაკ ობამას კოორდინატორია „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციაში, კობანიში აშშ-ის საჰაერო დარტყმების ინტენსიფიკაციას უწოდებს ჰუმანიტარულ ნაბიჯს. რეგიონში აქტივისტები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმებმა გააძლიერა ქურთთა შეიარაღებული ჯგუფების პოზიციები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს ებრძვიან.

XS
SM
MD
LG